The Financial Times: ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობის ფინალურ აქტს უახლოვდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობის ფინალურ აქტს უახლოვდება. სტატიას ამ შინაარსის The Financial Times-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ამაზე უკრაინელი მაღალჩინოსნები ანონიმურად ესაუბრნენ. სტატიის თანახმად, კიევში პოლიტიკური წრეები უკვე განიხილავენ, კიდევ რამდენი ხანი დარჩება ზელენსკი ხელისუფლებაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც თეთრ სახლში ვიზიტის დროს განცდილი კრახის შემდეგ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს, სინამდვილეში არჩევნებისთვის სამზადისი და ალიანსების ფორმირება დაიწყეს.
The Financial Times-ის ცნობით, ზოგიერთი უკრაინელი ოპოზიციონერი უკვე ტრამპის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა.