The Financial Times: პოლონეთის პრეზიდენტი ვაშინგტონს სთხოვს, რომ აშშ-მა ამერიკული ბირთვული იარაღი მის ქვეყანაში განალაგოს
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ვაშინგტონს სთხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამერიკული ბირთვული იარაღი მის ქვეყანაში განალაგოს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დუდა მიიჩნევს, რომ ეს მომავალში შესაძლო რუსული აგრესიის წინააღმდეგ კარგი შემაკავებელი ფაქტორი იყოს.
The Financial Times-ი იუწყება, რომ ინიციატივა პოლონეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან საუბრისას განიხილა.
დუდამ ვაშინგტონს დასავლეთ ევროპაში არსებული ამერიკული ბირთვული ქობინების პოლონეთში გადატანა შესთავაზა.