top_leaderboard

კრემლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს უკრაინის საკითხზე შეთანხმებისთვის მოთხოვნების სია გადასცა

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს უკრაინის საკითხზე შეთანხმებისთვის მოთხოვნათა სია გადასცა.

მოთხოვნათა სიასთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მხარეები ბოლო სამი კვირის განმავლობაში როგორც პირისპირ, ისე ვირტუალურ დისკუსიებში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც მოსკოვმა ვაშინგტონს საკუთარი პირობები გააცნო.

პესკოვი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები ამჟამად რუსეთისკენ მიემგზავრებიან და შეხვედრებია დაგეგმილი.

ნამდვილად, მომლაპარაკებლები მოფრინავენ და, მართლაც, დაგეგმილია კონტაქტები. ჩვენ მოვლენებს არ გავუსწრებთ, მოგვიანებით გეტყვით“, – განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

ასევე იხილეთ