top_leaderboard

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე: დროებითი ზავი უკრაინელ სამხედროებს სულის მოთქმის საშუალებას მისცემს. რუსეთს კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირება სურს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც განუცხადა, რომ შემოთავაზებული 30-დღიანი დროებითი ზავი უკრაინელ სამხედროებს სულის მოთქმის საშუალებას მისცემს.

ბუნებრივია, მე კომენტირება გავუკეთე ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, მე მას [უოლცს] გავაცანი ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ ეს არც მეტი, არც ნაკლები უკრაინელი სამხედროებისთვის სულის მოთქმა იქნება, მეტი არაფერი“, – თქვა უშაკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის მიზანს უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება წარმოადგენს, რა დროსაც მოსკოვის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.

ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა დათანხმდა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ამერიკა საპასუხოდ კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას განაახლებს.

ასევე იხილეთ