აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდა
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა.
BBC-ის ცნობით, სტივ ვიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, დღესვე გაიმართოს.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ინიციატივები, რომელსაც ამერიკელებთან მომავალი კონტაქტების დროს წარვადგენთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.