top_leaderboard

ფინეთი უკრაინას 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ფინეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ახალი დახმარება დამტკიცდება, ის უკრაინას გადაეცემა და ფინეთის მიერ კიევისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობას 3,3 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ფინეთმა და უკრაინამ ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს, კერძოდ, ერთობლივ სამხედრო პროექტების განხორციელებას, აღჭურვილობის დამზადებას და ინფორმაციის გაცვლას.

„ურთიერთგაგების ეს მემორანდუმი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მომავალშიც გსურს თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ციტირებს The Guardian-ი ფინეთის თავდაცვის მინისტრს, ანტი ჰაკანენს.

ასევე იხილეთ