ტრამპმა ევროკავშირს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანო უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანოა.
„ევროკავშირი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანოა, რომელიც ერთადერთი მიზნით იყო შექმნილი – შეერთებული შტატებით ესარგებლა, ახლახან შემოიღო საშინელი 50-პროცენტიანი ტარიფი ვისკიზე. თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ იქნება გაუქმებული, მალე აშშ 200-პროცენტიან ტარიფ შემოიღებს საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ყველა ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ სასმელზე. ეს იქნება მშვენიერი რამ აშშ-ის ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის“, – დაწერა ტრამპმა.