შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხობი-ფოთის გზაზე, თხილით დატვირთული მიკროავტობუსის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“,- აცხადებენ შსს-ში.