logo_geo
მართლმადიდებელი სამყარო თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

14 მაისი. 2017. 01:06


მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას 14 მაისს, 10:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.


თამარ მეფე ქართულ სახელმწიფოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მართავდა. მისი მეფობის წლებში საქართველო იმჟამინდელ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა.


თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.


 

 

 

big_banner
არქივი