-
+
5 ივლისი. 2019. 01:29
შესაძლოა, სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც კოღოებს იზიდავს, მაშინ როცა თქვენ გვერდით მყოფს არც კი იმჩნევენ.
ნახეთ 5 მიზეზი, რის გამო კოღოები ხშირად გკბენენ.
- მძიმედ სუნთქვა - ჭარბწონიანი ადამიანები და ორსულები ამოისუნთქავენ უფრო მეტ კარბონის დიოქსიდს, რაც კოღოებს იზიდავს.
- ვარჯიში - კოღოებს უყვართ რძის მჟავა, რომელსაც ოფლი შეიცავს. ვარჯიშის დროს კი ოფლი გამოყოფა. დიდი ალბათობით ასეთ დროს კოღოების თავდასხმის ობიექტი ხდებით.
- ლუდი - კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის მირთმევის დროს კოღოებს იზიდავთ და მათი თავდასხმის ობიექტი ხდებით.
- სისხლი - ადამიანები, რომლებსაც I ჯგუფის სისხლი აქვთ უფრო მეტ კოღოებს იზიდავენ.
- ორსულობა - მალარიის გადამტან კოღოებს ორსულები იზიდავენ, ამიტომაც მათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.