logo_geo
სალომე გოგიაშვილი: ამბიციის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ...
- +

15 თებერვალი. 2018. 15:33



ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „გზასთან"   ინტერვიუში თავის კულინარიულ წარმატებებზე საუბრობს.


„კარგი დიასახლისი ვარ და ამას რომ ვამბობ, რატომღაც ყველას უკვირს. ალბათ, როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩანს, თავისი საქმე აქვს და აქტიურად ცხოვრობს, ჰგონიათ, რომ სამზარეულო მისთვის უცხოა. გემრიელი ჭამა მიყვარს და კერძების მომზადებაც, თითქმის ყველაფრის გაკეთება მეხერხება, ევროპული და ქართული სამზარეულოს სინთეზი ყველაზე მეტად მომწონს. როდესაც გურმანი ხარ და გემრიელი საჭმლის გემო იცი, ექსპერიმენტებსაც არ ერიდები და მარტივად უხამებ. როგორც ტანსაცმლის შერჩევისას ხვდები, რას რა უხდება, ასევეა კერძის მომზადების დროსაც. როცა ჩემი მეგობრები იგებენ, რომ რაიმე განსაკუთრებულ სადილს ვამზადებ, მოდიან ხოლმე, ამბიციის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ კარგი დიასახლისი ვარ", -  განაცხადა სალომე გოგიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი