logo_geo
საბა ბახიას შექმნილ DEMNAGRAM-ს ოფიციალურად მხარს უჭერს Balenciaga
- +

8 აპრილი. 2022. 23:39

 

 

ბალენსიაგას" ახალი კლექციის ჩვენებით დემნამ უკრაინისადმი საჯარო მხარდაჭერა გამოხატა.

 

ჩვენებას დაესწრო საბა ბახიაც. სოციალური ქსელებიდან მისი სახელი "ბალენსიაგას" თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის. ვინაიდან დემნა სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის და ჟურნალისტებსაც თითქმის არასდროს ესაუბრება პირადად, მისი შემოქმედებისა და მიღწევების შესახებ Demnagram-ის "ინსტაგრამექაუნთიდან" ვიგებთ. სწორედ მისი შემქმნელი გახლავთ საბა ბახია, რომელიც გვასალიას პირადად შეხვდა.

 

„ეს იყო ასრულებული ოცნება! როდესაც DEMNAGRAM–ის შექმნა გადავწყვიტე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანს შევხვდებოდი. დემნამ და მისმა "ბალენსიაგამ" მთლიანად შეცვალეს ჩემი მოდისადმი დამოკიდებულება. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო, რამდენად მადლიერი ვარ დემნასი და "ბალენსიაგას" მთელი გუნდის.“ - ნათქვამია საბას "ინსტაგრამპოსტში"

 

თიტქმის ერთი თვის შემდეგ Balenciaga საბა ბახიას შექმნილი DEMNAGRAM-ის ოფიციალური მხარდამჭერი ხდება/

„DEMNAGRAM is officially supported by BALENCIAGA! არასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი! შრომა ყოველთვის ფასდება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.ჩემი გვერდის მნიშვნელობა ყოველთვის გააზრებული მქონდა, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი, მაინც ძალიან წარმოუდგენელია. 2017 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა ‘’DEMNAGRAM’’ გვერდი, დემნამ მომწერა - “გჯეროდეს შენი თავის, მიჰყევი შენს ოცნებებს და ეს აუცილებლად კარგ ადგილას მიგიყვანს.” - და ზუსტად ასე მოხდა. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ რომ ოცნებები მართლა ხდება და, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ ამისთვის ბევრს იშრომებ. მიჭირს სიტყვებით ჩემი ემოციების გადმოცემა. დემნამ სრულად შეცვალა ჩემი ხედვა მოდისადმი. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები შენი დემნა! YOU ARE MY FOREVER HERO.“ - წერს ფესიბუქზე საბა.

 

 

big_banner
არქივი