logo_geo
კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი ოფიციალურად დაქორწინდნენ
- +

16 მაისი. 2022. 19:54

 

 

კორტნი კარდაშიანმა და Blink-182-ის დრამერმა ტრევის ბარკერმა თავიანთი ურთიერთობა სანტა ბარბარაში საიდუმლო ცერემონიაზე დააკანონეს. ამის შესახებ TMZ იტყობინება.

 

ცერემონიას, გამოცემის ცნობით, მხოლოდ ყველაზე ახლობლები ესწრებოდნენ. ქორწინების ოფიციალური რეგისტრაციისთვის მათ აირჩიეს კლასიკური გამოსახულებები - პატარძალი თეთრ კაბაში გამოჩნდა, ხოლო საქმრო შავი სმოკინგით. ცერემონიის შემდეგ ცოლ-ქმარი მანქანაში ჩასხდნენ წარწერით „ახალდაქორწინებულები“.


მანამდე წყვილმა ქორწილი უკვე გაითამაშეს ლას ვეგასში - გრემის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი ეკლესიაში წავიდნენ. ამ ქორწინებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა. ახალდაქორწინებულები ლას-ვეგასში პირველ „ქორწილზე“ შავი ტყავის ქურთუკებით მივიდნენ.

 

მუსიკოსმა საყვარელ ქალს ლორეინ შვარცის მიერ შექმნილი ბეჭედი აჩუქა, რომლის შექმნაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. კარდაშიანების რეალითი შოუს ბოლო ეპიზოდში კურტნიმ აღიარა, რომ ბეჭედი შემთხვევით გატეხა მასზე ფეხის დადგმით. თუმცა, მოგვიანებით ბეჭედი, როგორც ჩანს, აღადგინეს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი