logo_geo
ელტონ ჯონის კონცერტის VIP ბილეთების ღირებულება 700 ლარს შეადგენს
- +

2 ივნისი. 2017. 21:20



SOLO და Eastern Promotions-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები VIP ბილეთების ფასი 550 და 700 ლარი იქნება. ბრიტანელი ვარსკვლავი Black Sea Arena-ზე 16 სექტემბერს იმღერებს.


სოლოს" კლიენტებისთვის VIP ბილეთის ღირებულება 550 ლარი იქნება, ხოლო სხვა მსურველთათვის - 700 ლარი.


„სოლოს" კლიენტებისთვის ბილეთის მინიმალური ფასი 90 ლარი იქნება, ხოლო სხვა მსურველთათვის 150 ლარი.


„სოლოს" კლიენტებისთვის ზედა სექტორში დასაჯდომი ბილეთი 120 ლარი ეღირება, სხვა მსურველებისთვის - 180 ლარი.


შუა სექტორში ბილეთის შეძენის შემთხვევაში, „სოლოს" კლიენტები 150 ლარს გადაიხდიან, სხვა მსურველები - 230-ს.


ქვედა სექტორში „სოლოს" კლიენტებისთვის ბილეთის ღირებულება 250 ლარი იქნება, სხვა მსურველებისთვის - 350 ლარი.


Golden Ring-ში „სოლოს" კლიენტები 140 ლარს გადაიხდიან, ხოლო სხვა მსურველები - 220 ლარს.

 


„სოლოს" მომხმარებლებისთვის ბილეთები tkt.ge-ზე 25 ივნისიდან გაიყიდება, ხოლო 29 ივნისიდან ბილეთების ყიდვას ყველა მსურველი შეძლებს.


 

 


 

big_banner
არქივი