logo_geo
პეკინი 2022 საზეიმოდ დაიხურა - საქართველოს ნაკრების მონაგარი და ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე
- +

20 თებერვალი. 2022. 18:00

 

 

დღეს, 20 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. საქართველოს ნაკრებისთვის ამ ოლიმპიადას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ზამთრის სახეობებში საკუთარი მიღწევები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ისტორიული შედეგი აჩვენა.

 

ოლიმპიურ თამაშებზე წელს საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) ცხრა სპორტსმენი წარსდგა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ რაოდენობის სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს არ ჰყოლია. წელს ქართველი მოციგურავეები, ისტორიაში პირველად გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოდნენ.

 

ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა სპორტულ ცეკვებში მეცხრე ადგილი დაიკავა. ეს კი ზამთრის ოლიმპიადებზე ქართული რეკორდია.

 

აქამდე ორ ჩვენიანს ჰქონდა დაფიქსირებული მეათე ადგილი – ელენე გედევანიშვილს 2006 წელს და მორის ყვითელაშვილს 2022 წელს.

 

 

 

big_banner
არქივი