logo_geo
„ყავა კოცნასავით ტკბილი უნდა იყოს“ - რატომ არ შეიძლება უშაქრო ყავის დალევა?
- +

13 დეკემბერი. 2016. 01:41


 

ყავა შაქრით უნდა დავლიოთ, თუ საერთოდ არ უნდა დავლიოთ? - საკითხავი ეს არის. ყავა, ნავთობის შემდეგ გაყიდვების რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. დღეში დაახლოებით  2,7 მილიარდი ჭიქა ყავა ისმევა. ამ პროდუქტზე უამრავი მეცნიერული კვლევაა ჩატარებული. პასუხი, ზემოთ დასმულ კითხვაზე - ერთია! ყავა მხოლოდ შაქრიანი უნდა დალიოთ.


უშაქრო ყავა უარყოფითად მოქმედებს ტვინზე. ეს სასმელი უბრალოდ მატონიზირებელი კი არაა, არამედ აქტიურად მატონიზირებელი. კოფეინისგან ტვინის აქტივობა ძლიერდება და ის მწვავედ საჭიროებს „საკვებს", ანუ ნახშირწყლებს. უშაქრო ყავის დალევის შემდეგ, ტვინი დაახლოებით იმავეს განიცდის, რასაც უკიდურესად დამშეული ადამიანი, რომელიც ამავდროულად მძიმე ფიზიკურ სამუშაოსაც შეასრულებს.  თუ ეს რეგულარულად გრძელდება, გამოფიტვა და რთულად გამოსასწორებელი ორგანული დაზიანებები მოსალოდნელი იქნება. ასე, რომ აღმოსავლეთში ტყუილად არ ამბობენ, რომ - „ყავა კოცნასავით ტკბილი უნდა იყოს".


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი