გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, ავღანეთში ბავშვების ქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა. ფონდი ამის ერთ-ერთ მიზეზად სიღატაკეს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ღარიბი ოჯახები ქალიშვილებს თანხისა და სხვა სარგებლის მიღების სანაცვლოდ ათხოვებენ.
„UNICEF-ის შეფასებით, 15-49 წლის ავღანელი ქალების 28% 18 წლამდეა დაქორწინებული“, - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
UNICEF-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიამ ოჯახების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა, რასაც ბავშვთა წორქინების მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა.
ფონდი აღნიშნავს, რომ მთავრობამ კვლავ უნდა გახსნას სკოლები გოგონებისთვის, რათა ქვეყანაში მცირეწლოვანთა ქორწინების რისკი შემცირდეს.