რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა საზღვაო წვრთნები დაიწყო, რომელშიც 40-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 20 თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სამეთაურო გემი „მარშალ კრილოვი“, ასევე. ფრეგატი „მარშალ შაპოშნიკოვი“, დიდი ნავსაწინააღმდეგო გემები და კორვეტები.
მათივე ინფორმაციით, წვრთნები ერთკვირიანია და 10 ივლისამდე გაგრძელდება.