top_leaderboard

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს – დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ სუმში, დრონებით იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„8:00 საათის მდგომარეობით სუმში მტრის Shahed-ის ტიპის დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 9, მათ შორის ერთი ბავშვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუმის რეგიონალური ადმინისტრაციის ცნობით, ხუთი დაზარალებული, მათ შორის ერთი ბავშვი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე იხილეთ