საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან მუშაობის მნიშვნელობას ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობას პერსპექტივაში ევროპული სახელმწიფოების ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით.
25 ივლისს, კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვა გამოაცხადა. 27 ივლისიდან გაზის ნაკადის დღიური მოცულობა 33 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.