logo_geo
რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სილამაზის სალონში მანიკურის გაკეთებისას!
- +

28 აგვისტო. 2017. 02:05


ექსპერტები გვახსენებენ: კანის საფარველის მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებული პროცედურები მოსახლეობისთვის ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას წარმოადგენს და სადეზინფექციო და სასტერილიზაციო ღონისძიებების შესრულებას მოითხოვს.


თავიდან რომ ავიცილოთ ჰეპატიტის, აივ-ინფექციის, სოკოვანი დაავადებებისა და სხვა ინფექციების გავრცელება, მანიკიურის/პედიკიურის სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს აუცილებელი სადეზინფექციო საშუალებები, დაიცვას მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების დეზინფექციის რეჟიმი. ყველა მანიპულაცია, რომლის დროსაც კანი შეიძლება დაზიანდეს, უნდა განხორციელდეს სტერილური ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენებით.


ყურადღება უნდა მივაქციოთ სათავსოსა და ხელსაწყოების სისუფთავეს. სველი წესით დალაგება უნდა მოხდეს დღეში, მინიმუმ, 2-ჯერ სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. თავად ინსტრუმენტები უნდა გასტერილდეს და შეიფუთოს სტერილურ მასალაში.


ყოველი კლიენტის შემდეგ მჭრელი ინსტრუმენტები უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში. პედიკურის დროს, ფეხებქვეშ მოსათავსებელ ბალიშს უნდა ჰქონდეს მუშამბის ზედაპირი, რათა ყოველი გამოყენების შემდეგ გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით.


დეზინფექცია აუცილებელია ხელისა და ფეხის აბაზანისთვისაც. ყოველი მომხმარებლისთვის უნდა იყოს ერთჯერადი ხელსახოცები. სასურველია, რომ სილამაზის სალონის თანამშრომლებს პერიოდულად სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდეთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი