logo_geo
გენიალური კოსმეტიკური ხრიკები, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
- +

13 ოქტომბერი. 2017. 02:34


1. იმისათვის, რომ ძველი პომადა ახალივით გამოიყურებოდეს, უბრალოთ გაათბეთ ის.


პინცეტის ან მაკრატლის დახმარებით ამოიღეთ რკინის ბუდე საჭირო ფერით. ფრთხილად მიიტანეთ ის სანთელთან და გაათბეთ. ძველი კორექტორი თანაბრად გადანაწილდება მთელს ზედაპირზე, სწრაფად გაგრილდება და ახალივით იქნება.


2. სანამ კერლერს გამოიყენებთ...


სანამ კერლერს გამოიყენებთ, 1 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ის ცხელ წყალში ან ფენის ცხელი ნაკადის ქვეშ. ამ მდგომარეობაში აპრეხილი წამწამები უფრო დიდხანს შენარჩუნდება.


3. შავი წერტილების მოშორებაში დაგეხმარებათ ვაზელინი.


არსებობს შავი წერტილების მოშორების უსაფრთხო და სწრაფი საშუალება. დაიბანეთ სახე და წაისვით სუფთა კანზე ვაზელინი, შემდეგ დაიფარეთ სახე საკვები ცელოფნით, ზემოდან კი დაიდეთ თბილი ნოტიო პირსახოცი. 5 წუთის შემდეგ მოიშორეთ პირსახოცი და საკვები ცელოფანი. მშრალი ხელსახოცის დახმარებით მოიცილეთ წერტილები.


4. ეკოტუში, რომელიც არ ავნებს წამწამებსა და კანს.


აიღეთ რამდენიმე აბი ნახშირი და კარგად დანაყეთ. შემდეგ დაამატეთ ცოტაოდენი ალოეს გელი და აურიეთ. ასეთი ტუში კარგად შეღებავს წამწამებს, ამავე დროს არ ავნებს თვალებსა და კანს.


5. იმისათვის, რომ ფრჩხილები არ გაიფანტოს დაჭრის დროს, გამოიყენეთ წებოვანი ლენტა.


თუ დაიღალეთ ფრჩხილების დაჭრის შემდეგ მათი პოვნით სხვადასხვა მოულოდნელ ადგილებში, მიაწებეთ ფრჩხილის საჭრელის ბოლოებში წებოვანი ლენტა. ეს გადაჭრის პრობლემას.


6. მაკიაჟის ფუნჯები რომ დიდხანს გემსახუროთ.


იმისათვის, რომ მაკიაჟის ფუნჯებმა შეინარჩუნონ ფორმა და მთლიანობა, ხშირად უნდა გარეცხოთ და გააშროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. გასაშრობად და შესანახად გამოდგება კლიპბორდი, უბრალოდ ჩამოაცვით მას საკანცელარიო რეზინები და დაამაგრეთ იქ ფუნჯები.

 

7. ტუჩის ბალზამი - შესანიშნავი საშუალებაა ნუნების დასარბილებლად.


ტუჩის ბალზამი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც დაარბილებენ კანს ფრჩხილის ირგვლივ და უზრუნველყოფენ დამატებით დატენიანებას.


8. იმისათვის, რომ კანი იყოს ნაზი, არ გაიმშრალოთ პირსახოცით.


ასეთი ტრიუკი ძალიან პოპულარულია კორეაში. სახე დაბანის შემდეგ არ გაიმშრალოთ პირსახოცით და მაშინვე დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი. ასე კანი უკეთესად იწოვს კრემის შემადგენლობას, ხდება უფრო რბილი და ნაზი.


9. იმისათვის რომ ბოლო წვეთამდე გამოიყენოთ საყვარელი საშუალება, გაათბეთ ის ფენით.


თუ ტონალური კრემი ძალიან ცოტა დაგრჩათ და აღარ ამოდის, ახლის ყიდვას კი ჯერ ვერ ახერხებთ, გაათბეთ ტუბი ფენის დახმარებით. ტონალური გათბება და ჩამოიწურება ქვემოთ. ასე შეგიძლიათ ის ბოლო წვეთამდე გამოიყენოთ.

 

10. იმისათვის, რომ შეარჩიოთ პომადის სწორი ფერი, დაიტანეთ ის თითის ბალიშებზე.


როგორც წესი, როცა მაღაზიაში ვირჩევთ პომადას, ჩვენ მივეჩვიეთ მის ტესტირებას მაჯაზე. თითის ბალიშებს გააჩნია მოწითალო პიგმენტი, რომელიც ტუჩის ფერის იდენტურია.


11. იმისათვის, რომ კანმა უკეთესად შეიწოვოს კრემი, გამოიყენეთ ბურთულიანი ფლაკონი.


თუ დაგიმთავრდათ ბურთულიანი დეზოდორანტი, არ იჩქაროთ ფლაკონის გადაგდება. კარგად გარეცხეთ და გადაიღეთ მასში ნებისმიერი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი, გელი ან ზეთი. ასეთი ბურთულით კარგია კანის დამასაჟება, კრემი კი უკეთესად შეიწოვება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი