logo_geo
რომელი სახეობის კომბოსტოა ყველაზე სასარგებლო
- +

14 მარტი. 2017. 22:21



ტრადიციულ თეთრ კომბოსტოსთან ერთად ბოლო ხანს ჩვენში პოპულარული გახდა კომბოსტოს სხვა სახეობებიც: ყვავილოვანი, ბრიუსელის, ბროკოლი... რომელია ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო? ყვავილოვან კომბოსტოს ნაზი კონსისტენცია და გემო აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ფართოდ გამოვიყენოთ ბავშვის მენიუში. C ვიტამინი ყვავილოვან კომბოსტოში თითქმის ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე სხვა სახეობებში. თითქმის ორჯერ მეტია PP ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, ცილები. უხვად არის მინერალური ნივთიერებებიც - კალიუმი, მაგნიუმი, რკინა.


გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნივთიერება კვერცეტინს, რომელიც ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებას უშლის ხელს. ყვავილოვანი კომბოსტოს კერძი ისე უნდა მოვამზადოთ, რომ ბიოლოგიურად სასარგებლო ნივთიერებები შევინარჩუნოთ. ამისთვის იგი კი არ უნდა მოვხარშოთ, არამედ მოვშუშოთ.


ძალიან დიდია ბრიუსელის კომბოსტოს ბიოლოგიური ღირებულება. იგი ვიტამინების რაოდენობით კომბოსტოს ყველა სხვა სახეობას აჭარბებს. C ვიტამინის შემცველობით ის მხოლოდ შავ მოცხარს ჩამოუვარდება. საკმარისია დღეში 80 გ ბრიუსელის კომბოსტო, რომ ამ ვიტამინზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის დღიური მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. ბეტა-კაროტინი ბრიუსელის კომბოსტოში 15-ჯერ (!) მეტია, ვიდრე თეთრთავასა და ყვავილოვანში. გარდა ამისა, იგი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით. ბრიუსელის კომბოსტოს გემოსა და არომატს აძლევს ქიმიური ნაერთი ინდოლი. იგი კვარცეტინთან, C და E ვიტამინებთან ერთად ანეიტრალებს ორგანიზმზე კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებას. ბრიუსელის კომბოსტო იმდენად ფასეული პროდუქტია, რომ მისი სულ მცირე ულუფაც კი ბოსტნეულის წვნიანს დიდ კვებით ღირებულებას მატებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი