logo_geo
სამსახური და ბინა უფასოდ - კანადური ქალაქი კეიპ ბრეტონი მზადაა, ნებისმიერი მსურველი მიიღოს
- +

21 მარტი. 2017. 14:03




კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი უნიკალური მეთოდით ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი უფასოდ საცხოვრებელსაც სთავაზობს. კეიპ ბრეტონი კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს, ერთადერთი რამ, რის ნაკლებობასაც ის განიცდის - არიან ადამიანები. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია და ეს რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუშახელის მოსაზიდად მსურველები საცხოვრებელი მიწითაც უზრუნველყონ. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურს და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი CBC News ავრცელებს.


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც საცხობის მეპატრონემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, ასობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი, კუნძულზე გადავიდეს საცხოვრებლად.


მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია პირველ რიგში, კანადელებისთვის გამოაცხადეს, სურვილის შემთხვევაში შესაძლოა უცხოელებმაც მიიღონ სამუშაო.


 

 

წყარო: qronika.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი