logo_geo
ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღიურად ყავა
- +

22 მარტი. 2017. 18:20




ნეტავ თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელმაც ყავის გემო არ იცის? ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ყოველ დილით ყავის მირთმევა რუტინად იქცა.


მეცნიერების მოსაზრებაზე დაყრდნობით, Fpaparazzi"-ის რედაქცია გვთავაზობს 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღიურად ეს არომატული სასმელი.


1. ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა


ადამიანის ორგანიზმი იღებს გაცილებით დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს ყავიდან, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან.


2. ყავის სუნი ფლობს ანტისტრესულ ეფექსტს


კორეელი მკვლევარების მტკიცებით, ყავის არომატი გარკვეული გზით მოქმედებს ცილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტვინის დაძაბულობასთან და ის გვეხმარება პოზიტიურად აზროვნებაში.


3. ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება


ჟურნალ „Science Daily"-ში 2012 წელს დაბეჭდილი სტატიის მიხედვით, ყავა ეხმარება პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს საკუთარი მოძრაობების უკეთ გაკონტროლებაში.

Description: თუ თქვენ დილას ყავით იწყებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 10 მეცნიერული აღმოჩენა

4. ყავა ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლის მოყვარული ხართ)


22-წლიანი კვლევის შედეგების თანახმად, რომელშიც მონაწლეობა 125 000 ადამიანმა მიიღო, დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში მინიმუმ 1 ფინჯან ყავას მიირთმევენ, ციროზის განვითარების რისკი 20%-ით დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც ამ სასმელის მიმართ გულგრილები არიან.


5. ყავა ამცირებს მიდრეკილებას სუიციდისადმი


დღეში 2-4 ფინჯანი ყავა თვითმკვლელობის სურვილს 50%-ით ამცირებს.


6. ყავა ამცირებს კანის სიმსივნის განვითარების რისკს

 

7. აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს


კოფეინი ზრდის სისხლში ცხიმოვანი მჟავების შემცველობას, რაც ეხმარება კუნთებს ცხიმების ენერგიად გარდაქმნაში.

Description: თუ თქვენ დილას ყავით იწყებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 10 მეცნიერული აღმოჩენა

8. ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებიის რისკს


მკვლევარების მტკიცებით, ადამიანებში, რომლებიც დღეში საშუალოდ 4 ჭიქა ყავას მიირთმევენ, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკი 50%-ით დაბალია.


9. ყავა სასარგებლოა ტვინისთვის


ტელეკომპანია „CNN"-მა დაამტკიცა, რომ ყავა ეხმარება ადამიანის ტვინს უკეთ მუშაობაში.


10. ყავა გხდით ბედნიერს


კვლევამ, რომელიც აშშ-ში ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარდა, შემდეგი რამ გვიჩვენა: ადამიანები, რომლებიც კვირის განმავლობაში საშუალოდ 4 ფინჯან ყავას მიირთმევენ, 10%-ით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილები დეპრესიისკენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სასმლის მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევიან. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი