1912 წლის 12 დეკემბერს იურისტმა, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრმა და ქუთაისის გუბერნიის წარმომადგენელმა ვარლამ გელოვანმა წარმოთქვა ისტორიული სიტყვა, რომელშიც მოითხოვა საქართველოს პოლიტიკური ავტონომია, თვითმმართველობის გაფართოება, მართლმსაჯულების, სახელმწიფო სკოლების ქართულ ენაზე მოწყობა.
ეს იყო ქართველების მხრიდან პირველი მნიშვნელოვანი ოფიციალური, პოლიტიკური განაცხადი.
ვარლამ გელოვანი 1915 წელს გარდაიცვალა.