logo_geo
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც 13 მარტის ახალმთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს
- +

8 მარტი. 2021. 23:11

 

13 მარტს ახალმთვარეობას ველოდებით თევზების ზოდიაქოში. თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. შემდეგი ახალმთვარეობა გვექნება ვერძში, მზის ახალ ციკლში. გისურვებთ, ასტროლოგიური წლის ბოლო პერიოდი მშვიდობით დაასრულოთ ახალი ეტაპის დაწყებისთვის მოემზადოთ.

 

კარგი ამბავი ისაა, რომ 13 მარტიდან 12 აპრილამდე - მომდევნო ახალმთავრეობამდე - პერიოდი მშვიდი და მეტად პოზიტიურია. ამ ინტერვალში არ გვაქვს არც ერთი რეტროგრადული (უკანმავალი) პლანეტა. ამიტომ, სრული უფლება გვაქვს, დავიწყოთ ან განვავითაროთ უკვე დაწყებული საქმეები.

 

როგორც უკვე იცით, მთვარის პერიოდი 29,5 დღე გრძელდება, ხოლო მთვარის ფაზები მოქმედებს ჩვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ახალმთვარეობას 1-2 დღით ადრე ვგრძნობთ. განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანები უფრო ძირფესვიან ცვლილებებს განიცდიან. ზოგადად, ადამიანს უქვეითდება იმუნიტეტი, თითქოს ძალა გაქვს გამოცლილი, ხანდახან შეიძლება თავის ტკივილიც კი გქონდეთ, ზოგიერთს შფოთი და შიშიანობა ეძალება. ეცადეთ, ამ დღეებში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები.

 

ახალმთვარეობა დადგება შაბათს, თევზების ზოდიაქოს 24 გრადუსში, 14:55-ზე. 13 მარტამდე მთვარე კლებადია და უმჯობესია, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. სასურველია, მთვარის ახალ თვეს ვალები და კუდები (საქმეები, ვალდებულებები) არ გადაიყოლოთ. აპატიეთ ყველას წყენა და ცუდი ქცევა, რათა ახალ თვეს სუფთა გულითა და ნათელი ენერგიით შეხვდეთ. ახალმთვარეობამდე მადლობა გადახაუდეთ ყველას და ყველაფერს, რაც ამ თვეში მოხდა, ცუდსაც, რაც გამოცდილებას გვმატებს და, რა თქმა უნდა, კარგსაც. ახალმთვარეობის დადგომის შემდეგ (ერთი საათის განმავლობაში) კი ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი სამომავლო გეგმა.

 

ახალი საქმეების დაწყებას ახალმთვარეობაზე ნუ იჩქარებთ, მაგრამ მომავალი თვის სავარაუდო მონახაზი აუცილებლად ჩაინიშნეთ. უფრო მეტიც, მარტის მესამე დეკადაში, კონკრეტულად კი, 15-20 დღეებში ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. რადგან ამ პერიოდში მზე თევზების ზოდიაქოდან ვერძში გადადის. ანუ ასრულებს წლიურ ციკლს და იწყებს ახალს. ეს წლის ყველაზე საინტერესო პერიოდია, რადგან, როგორც კი მზე ვერძის პირველ გრადუსს მიუახლოვდება, წლის ახალი პერიოდი იწყება. გაზაფხულის მზებუდობა და ახალი ასტროლოგიური წელი, რომელიც წელს 20 მარტს დაიწყება.

 

კვირის ბოლო კვირა საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად. მთვარე 28 მარტამდე იზრდება. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ აგარაკზე აპირებთ წასვლას ან ქოთნის მცენარეების მოლამაზებას, სავსემთვარეობის დღეებში (პლუს-მინუს 2-3 დღე) არც ხეები არ მოჭრათ-გადაჭრა და არც მცენარეები გადარგოთ. უმჯობესია, ეს პროცედურები 10-16 მარტის დღეებში დაგეგმოთ.

 

თუ ზედმეტი კილოგრამების მოცილება გსურთ, განტვირთვის დღის მოსაწყობად ან სამკურნალო შიმშილისთვის კარგი დღეებია 24 და 7 აპრილი.

 

თავად ახალმთვარეობის დღეს მზე და მთვარე თევზების ზოდიაქოში არიან. აქვე განლაგდნენ ვენერა და ნეპტუნიც , რომლებიც აქ ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზები წყალში. სწორედ მათი გავლენით შეუძლიათ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სილამაზის განსაკუთრებულად აღქმა, ქველმოქმედება, ყველას მიღება და პატიება. თევზები ზოდიაქოს ბოლო, მეთორმეტე ნიშანია, უსასრულობის სიმბოლო. მარტის ახალმთვარეობის დღეს მზის, მთვარის, ვენერასა და ნეპტუნის გავლენით ჩვენც მოგვინდება კეთილი საქმეების კეთება, სილამაზესთან შეხება.

 

https://www.ambebi.ge/astrology/numerologia/icqeba-clis-qvelaze-saintereso-periodi-shecvalet/10794/

 

right_banner big_banner
არქივი