logo_geo
შიშველი თხუნელები უჟანგბადობის დროს მცენარეებად გადაიქცევიან
- +

23 აპრილი. 2017. 23:28



შიშველ თხუნელებს უჟანგბადობა სულაც არ აწუხებთ. ასეთ პირობებში, მათ შეუძლიათ გადარჩნენ ფრუქტოზის მეტაბოლიზმის გზით - ზუსტად ისე, როგორც ეს პროცესი მცენარეებში მიმდინარეობს. ამის შესახებ მკვლევრები ჟურნალ Science-ში იუწყებიან.


იმის გარკვევა, თუ როგორ ახერხებენ ამ პროცესის წარმართვას ეს ცხოველები, შესაძლოა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს იმ პაციენტთათვის, რომლებიც ჟანგბადის უკმარისობით იტანჯებიან, ასევე გულის შეტევების შემთხვევაში.


„ეს გახლავთ უახლესი აღმოჩენა შიშველი თხუნელას შესახებ, რომელიც ცივსისხლიანი ძუძუმწოვარია და ათწლეულობით უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე სხვა მღრღნელები, იშვიათად ავადდებიან კიბოთი და ვერ გრძნობენ ბევრი სახის ტკივილს", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ილინოისის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი თომას პარკი.


ადამიანებში, ლაბორატორიის თაგვებსა და სხვა ძუძუმწოვრებში, უჟანგბადობის დროს ტვინის უჯრედები ენერგიის გარეშე რჩება და კვდომას იწყებს.


მაგრამ შიშველ თხუნელას რეზერვი აქვს: ამ დროს ტვინის უჯრედები ფრუქტოზის დაწვას იწყებს, რა დროსაც, ენერგია გამოიყოფა ანაერობულად, მეტაბოლიზმის გზით, რაც აქამდე მხოლოდ მცენარეებისათვის იყო დამახასიათებელი. 


ახალი კვლევის დროს, მეცნიერებმა შიშველი თხუნელა ლაბორატორიაში, ჟანგბადის დაბალი შემცველობის პირობებში მოათავსეს. ამის შემდეგ, შენიშნეს, რომ სისხლის ნაკადში დიდი რაოდენობით ფრუქტოზა გამოიყო. ფრუქტოზა ტვინის უჯრედებს მოლეკულური ფრუქტოზის ტუმბოებით მიეწოდებოდა, რაც სხვა ძუძუმწოვრების შემთხვევაში მხოლოდ კუჭ-ნაწლავის უჯრედებშია აღმოჩენილი.

 

„შიშველმა თხუნელამ უბრალოდ ხელახლა გადააწყო მეტაბოლიზის ზოგიერთი ძირითადი ბლოკი, რათა სუპერ-შემგუებელი გამხდარიყო უჟანგბადო პირობებისადმი", - ამბობს პარკი, რომელიც ამ უცნაურ სახეობას უკვე 18 წელია სწავლობს.




ჟანგბადის იმდენად მცირე პირობებში, რომელიც ადამიანს რამდენიმე წუთში მოკლავდა, შიშველი თხუნელები სულ მცირე ხუთ საათს ცოცხლობენ, - აღნიშნავს პარკი. ამ დროს ისინი სასიცოცხლო ფუნქციებს დროებით აჩერებენ, ამცირებენ მოძრაობას და ენერგიის დაზოგვის მიზნით, დრამატულად ანელებენ გულისცემასა და სუნთქვას, იწყებენ ფრუქტოზის გამოყენებას მანამ, სანამ ჟანგბადი კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.


შიშველი თხუნელა ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელიც უჟანგბადობის დროს, სასიცოცხლო ფუქნციებს დროებით აჩერებს. 


მეცნიერთა აზრით, შშველ თხუნელათა უჩვეულო მეტაბოლიზმი ადაპტაციაა, რომელიც მათ ჟანგბადით მწირ თხრილებში ცხოვრების შედეგად გაუჩნდათ. სხვა მიწისქვეშა ძუძუმწოვართაგან განსხვავებით, შიშველი თხუნელები ჰიპერ-გადავსებულ პირობებში ცხოვრობენ, ერთ კოლონიაში ხშირად ასობით თხუნელაა. არავენტილირებად ტუნელებში ერთად ამდენი ცხოველის თავმოყრა ჟანგბადის სწრაფ გამოლევას იწვევს.




 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი