logo_geo
მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!
- +

5 მაისი. 2017. 22:28


 

მზრუნველი დედები არასდროს აძინებენ ბავშვებს გვიან. ეს ძალიან სახიფათოა მათთვის. ძილი ნებისმიერი ადამიანისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნაა, ბავშვისთვის კი - ძალიან სასარგებლო.


 როდის წვებიან ბავშვები დასაძინებლად?


პრობლემა იმაშია, რომ სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ბავშვის თავის დროზე დაძინება, რადგან მათ არ სურთ სმარტფონთან, პლანშეტთან თუ კომპიუტერთან განშორება. ამ მოწყობილობების ნათურების ციმციმი ბავშვის ტვინში აგზავნის სიგნალს, - "ჯერ ადრეა დაძინება" და იმის მაგივრად, რომ პატარამ დაიძინოს, დაისვენოს და მეორე დღისთვის ძალები მოიკრიბოს - ფხიზლობს.


მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებიც გვიან იძინებენ, მოუსვენარი და გაღიზიანებულები არიან. მათ უჭირთ კონცენტრირება და სწავლების პროცესში სიძნელეებს აწყდებიან. ეს არ არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე მნიშვნელოივანია ბავშვის დროული დაძინება.


მცირე ასაკში ორგანიზმი ყოველდღიურად კი არა, საათობრივად იზრდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არსებობის პირველ წლებში პატარები სწრაფი ტემპით უზარმაზარ ინფორმაციას იღებენ და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც დიდი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი კი ზრდის ჰორმონის დახმარებით კეთდება, რომელიც ორგანიზმში დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ გამოიყოფა და ძირითადად მხოლოდ ღამე მოქმედებს. საუკეთესო დრო ამ ჰორმონის გამომუშავებისთვის -შუა ღამეა. თუ ბავშვმა გვიან (9 საათის მერე) დაიძინა, ირღვევა ჰორმონის გამომუშავებაც და მცირდება მის მიერ შესასრულებელი ფუნქციის დროც. შესაბამისად, შესაძლოა შემცირდეს ბავშვის ფიზიკური აქტივობა ან პირიქით, გაიზარდოს და ჰიპერაქტიული გახდეს, რადგან ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მდგრადობაა დარღვეული. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ღამის საათებში ბავშვის ორგანიზმმა დაისვენოს და ამაში მას მთელი ოჯახი უნდა უწყობდეს ხელს.


10 მცნება „ბავშვის ოქროს ძილისათვის"

 

1. პრიორიტეტების განსაზღვრა.

 

ბავშვს არ უნდა ეძინოს მშობლების უძილობის ხარჯზე. "ბავშვის ოქროს ძილი" არის ჯანმრთელი და ტკბილი ძილი ოჯახის ყველა წევრისთვის.


2. ძილის რეჟიმის განსაზღვრა.


ოჯახში ძილის რეჟიმის ფორმირება ხდება არა მხოლოდ იმით, თუ როდისაა მოხერხებული ის ბავშვისთვის, არამედ ყველა წევრისთვის. ბავშვს ხომ ყველაზე მეტად ჯანმრთელი და გამოძინებული მშობლები სჭირდება.


3. განსაზღვერეთ სად და ვისთან დაიძინოთ.

 

ბავშვმა მარტომ დაიძინოს თუ მშობლებთან ერთად - ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება თუ ის მარტო და თავის ოთახში დაიძინებს. მშობლებს კი ერთი საბნის ქვეშ უნდა ეძინოთ... ეს მათი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საწინდარია.


4. ნუ შეგეშინდებათ ძილისგუდას გაღვიძების.

 

თუ თქვენს პატარას დიდხანს სძინავს დღისით და შემდეგ ღამე დაძინება უჭირს, რამეთი გაართეთ და ნუ მისცემთ დაძინების საშუალებას.


5. კვების ოპტიმიზაცია.

 

თუ შეატყობთ, რომ ბავშვს ჭამის შემდეგ ძილი უნდება, მაშინ შეეცადეთ, რომ საღამოს კვება ყველაზე მსუყე იყოს.

 

6. გაჯერებული დღე.

 

ბავშვის ყველა დღე გაჯერებული უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად - გადახრების გარეშე და ჰარმონიულად.


7. იფიქრეთ ოთახის ტემპერატურაზე.

საწოლ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 18-21 გრადუსი, ხოლო ტენიანობა - 50-70%.


8. გამოიყენეთ ბანაობის შესაძლებლობა.

 

გრილი აბაზანა საუკეთესოა ძილის წინ.


9. მოამზადეთ ლოგინი.

 

სწორი, მკვრივი და მაგარი ლეიბი. ნატურალური თეთრეული. თუ პატარა 3 წლის არაა, ბალიშიც არაა საჭირო.

 

10. უზრუნველყავით ბავშვი ხარისხიანი საფენით.


ყველაზე პატარებისთვის ხარისხიან საფენებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამაზე ეკონომიის გაკეთება არ ღირს.


ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, მთავარია მონდომება.

ჯანმრთელი ძილი - ოჯახში ბედნიერების და დადებითი მიკროკლიმატის საწინდარია!



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი