logo_geo
ქოქოსის ზეთი თმაზე და უარი სწრაფ დიეტებზე - ბლეიკ ლაივლის სილამაზის საიდუმლოებები
- +

15 ივლისი. 2022. 17:40

 

 

ბლეიკ ლაივლი უამრავი ადამიანისათვის საყვარელი მსახიობია. მაყურებელს ის განსაკუთრებით კარგად ახსოვს ფილმიდან "ჭორიკანა". ის უყვართ არა მხოლოდ შესრულებული როლებისთვის, არამედ დახვეწილი და გამორჩეული გარეგნობის გამოც, რომლის საიდუმლოებებს ახლა გაგიზიარებთ. ბლეიკ ლაივლი ძალიან მიზანდასახული ქალია, ჰყავს სამი შვილი, აქვს გადატვირთული გრაფიკი, თუმცა, ამის პარალელურად, ვარჯიშსა და სწორ კვებაზე არასდროს ამბობს უარს.

 

რეგულარული ვარჯიში

შესანიშნავი ფიგურა შრომისმოყვარეობის შედეგია. ბლეიკი ყოველდღე ვარჯიშობს პერსონალური მწვრთნელების, დონ სალადინოსა და ჯენი კემპიონის ხელმძღვანელობით. თუ ვარსკვლავს არ აქვს საკმარისი დრო სრულად სავარჯიშოდ, მაშინ ის ხანმოკლე ფიზიკურ აქტივობას ან იოგას მიმართავს. თუმცა, როგორც წესი, იგი ვარჯიშს დღის განმავლობაში 75 წუთს უთმობს.

 

სწორი კვება

 

ბლეიკი კონკრეტულ დიეტებს არ მიმართავს და არც კალორიებს ითვლის. მთავარია, მისი რაციონი ჯანსაღი პროდუქტებითა და ვიტამინებით იყოს სავსე. მსახიობი ბევრ ცილას იღებს, ასევე ბოსტნეულს, ხილსა და ჯანსაღ ცხიმებს. ძალიან უყვარს ავოკადო. კვებისადმი ასეთი მიდგომის გამო, ორსულობების დროსაც შესანიშნავ ფიგურას ინარჩუნებს.

 

საუზმე აუცილებელი კომპონენტია

 

ბლეიკ ლაივლის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია ის, რომ დილით აუცილებლად უნდა მიირთვას საუზმე. როგორც წესი, დილაობით ბლეიკ ლაივლი ქოქოსის ზეთში შემწვარ ომლეტს მიირთმევს ბოსტნეულით ან – ფაფას კენკრით.

 

საჭმლის სახლში მომზადება

ბლეიკ ლაივლი საჭმელს სახლში ამზადებს. იგი არ ერიდება საყიდლებზე წასვლას და სასურველი პროდუქტების დიდი ყურადღებით არჩევას. მისი ქმარი რაიან რეინოლდსიც ხშირად აღნიშნავს, რომ ბლეიკი საჭმელს ძალიან კარგად ამზადებს.

 

უარი ალკოჰოლზე

 

ბლეიკ ლაივლი ალკოჰოლს მცირე რაოდენობითაც კი არ მიირთმევს. მეტიც, მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ცხოვრებაში არალეგალური ნივთიერებები არასდროს გაუსინჯავს.

 

ბუნებრივი მაკიაჟი

ბლეიკ ლაივლი ძირითადად ძალიან მსუბუქ, ბუნებრივ მაკიაჟს ატარებს და უპირატესობას ხარისხიან პროდუქციას ანიჭებს. თუმცა, როცა უწევს, რომ პროფესიონალური მაკიაჟი მოირგოს და ბევრი სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენოს, აუცილებელ პირობად სახის დაბანას და მაკიაჟის დაძინებამდე მოშორებას თვლის.

 

თმის მოვლა

 

ბლეიკ ლაივლი ძალიან ხშირად საზოგადოების წინაშე ლამაზი კულულებით ჩნდება და უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. ეს მისი პროფესიონალი სტილისტების დამსახურებაა, თუმცა თავად მსახიობი თმის გაჯანსაღებაზე მუდმივად ზრუნავს. მისი თქმით, დაბანამდე თმის ბოლოებში ქოქოსის ზეთის შეზელა მას სიჯანსაღესა და სიმტკიცეს მისცემს.

საკუთარი თავის სიყვარული

 

ბლეიკი საკუთარ სილამაზეში აბსოლუტურად დარწმუნებულია. ვარსკვლავის თქმით, ყველა ქალს აქვს წარმოუდგენელი ძალა, რომელიც უნდა მიიღოს და გამოავლინოს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება საკუთარი თავის შეცნობასაც და ყველა დამსახურების აღიარებასაც.

 

 

big_banner
არქივი