logo_geo
იაპონელი ქალების სიგამხდრის 10 საიდუმლო
- +

17 ივლისი. 2022. 16:10

 

 

გაიგეთ, რატომ არ სუქდებიან იაპონელი ქალები, რაშია მათი სიგამხდრის 10 საიდუმლო.

 

ბრინჯი

მიუხედავად ნახშირწყლების მაღალი შემცველობისა, იგი იაპონური დიეტის მნიშვნელოვანი ელემენტია. როგორც ცნობილია, ისინი მარილისა და კარაქის გარეშე ამზადებენ მას და არ ხარშავენ ბოლომდე.

 

თევზი

იაპონელი ქალები თითქმის არ ჭამენ ცხიმიან ხორცს, მას ანაცვლებენ თევზითა და ზღვის პროდუქტებით.

 

მცირე ულუფები

ისინი არასდროს ჭამენ ბევრს, ყოველთვის მცირე ულუფებით მიირთმევენ. ეს აჩქარებს მეტაბოლიზმს და ჯანმრთელობასა და ვიზუალურ მხარეზეც დადებითად ისახება.

 

საჭმლის დამზადების წესი

მათ მენიუში იშვიათად ნახავთ შემწვარ საკვებს. იაპონელ ქალთა ყოველდღიური რაციონი მოხარშულ, ან ორთქლზე დამზადებულ კერძებს მოიცავს.

 

მწვანე ჩაი

ისინი ყოველდღიურად სვამენ მწვანე ჩაის, რომელიც შარდმდენია და გახდომაში ეხმარება.

სოია

 

ისინი ხშირად მიირთმევენ სოიას, რომელიც უცხიმოა და დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს.

 

ბოსტნეული

იაპონელთა ლანჩი, სადილი და ვახშამი შეუძლებელია ბოსტნეულის გარეშე. მათ უყვართ პრასი, კომბოსტო. ასევე, სალათებს რთავენ მაიონეზით.

 

მხოლოდ სუფთა პროდუქტი

იაპონელები მიირთმევენ მხოლოდ ახალ საკვებს. მათი კულინარიული კრედოა „მხოლოდ აქ და ახლა“. მათი საკვებიც ამარტივებს ამ გზით ცხოვრებას (უმი თევზი, ბრინჯი, ბოსტნეული..)

 

ტკბილი? არა, არ მსმენია

მათ დესერტს წარმოადგენს არც ორცხობილა, არც ნაღები, არც შოკოლადის ნამცხვრები. ისინი ნაყინსაც კი ბრინჯისგან აკეთებენ. შესაბამისად, მათი დესერტი არ არის ძალიან ტკბილი და ნაკლებ კალორიულიცაა.

 

ბუდისტური დამოკიდებულება საკვებთან

 

იაპონიაში არსებობს ასეთი გაგება „ტაძარი სამზარეულოა“, რომელსაც რვა წლის მანძილზე ცდიდნენ ბერები. აღსანიშნავია, რომ ეს დღესაც აქტუალურია. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ამ ასკეტურ კვების რეჟიმს იცავს იაპონელ ქალთა ნაწილი და მხოლოდ მცენარეულ პროდუქტს მიირთმევს.

 

 

big_banner
არქივი